„მათ დაამარცხეს ჰიტლერი და ნაპოლეონი“ – ტრამპი რუსეთის ძალაზე საუბრობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი მეომარი ქვეყანაა, რომელმაც თავისი ისტორიის განმავლობაში მრავალი ომი გადაიტანა.

ეს განცხადება მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ისინი მეომარი ერი არიან. სწორედ ამას აკეთებენ. ისინი ბევრ ომს აწარმოებენ. ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა, რომ რუსეთი ძლიერია, რადგან ისინი უბრალოდ აგრძელებენ ბრძოლას“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის ისტორიაზე. მან გაიხსენა, რომ მოსკოვი ადრე სხვადასხვა ომში მონაწილეობდა.

„ისინი ბევრ ომს აწარმოებდნენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და ნაპოლეონი“, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები