ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ ახალი ტარიფების დაწესება 90 დღით გადადო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ახალი, მაღალი ტარიფების დაწესებას 90 დღით გადადებს, – ამის შესახებ CNBC-ი თეთრი სახლის პრესმდივანზე დაყრდნობით იუწყება.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მომდევნო 90 დღის განმავლობაში ხელს შეუშლის ჩინურ საქონელზე მაღალი ტარიფების დაწესებას“, – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ბრძანებულებას ხელი მოეწერა რამდენიმე საათით ადრე, სანამ თეთრი სახლის ხელმძღვანელის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით წინა პაუზა უნდა დასრულებულიყო.