ბესიკ კუსიდი აფხაზეთის სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ხელმძღვანელობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, პირველ მოადგილე მანონა გეჯუასთან და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ დირექტორთან ნათია ფარცვანიასთან ერთად, თბილისში მდებარე დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელობას შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, მინისტრმა თბილისის პოლიკლინიკებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება უმნიშვნელოვანესია, ეს საკითხი აქტუალურია და შესაბამისი პროცესები დაწყებულია.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია დევნილთა პოლიკლინიკების განვითარება და დევნილი მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა”, – განაცხადა ბესიკ კუსიდმა.

პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრები და ადგილზე ვითარების გაცნობა მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანია არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირება, მათზე ეფექტიანი რეაგირება და სამომავლო გეგმების დასახვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები