კალასი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს.
„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდაზე და მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერაზე“, – თქვა კალასმა აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის განხილვის შემდეგ.
მანვე დასძინა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა „მხარი დაუჭირეს აშშ-ის იმ ნაბიჯებს, რომლებიც სამართლიან მშვიდობამდე მიგვიყვანს“.