გიორგი ვოლსკი: აუცილებლად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ მიერ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატების წარდგენას პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს ომი მიდის იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

„აუცილებლად ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს. ასე, რომ ადგილობრივი არჩევნებიც უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები