ზელენსკი: პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის არ ემზადება

პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის არ ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„პუტინი მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ამერიკასთან შეხვედრა საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს და შემდეგ ისევ ისე გააგრძელოს მოქმედება, როგორც ადრე. უკრაინაზე ზეწოლა განაგრძოს ისევ ისე, როგორც ადრე. არ არსებობს არცერთი ნიშანი იმისა, რომ რუსებმა ომისშემდგომი სიტუაციისთვის მზადების სიგნალები მიიღეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ რუსები თავიანთ ჯარებსა და ძალებს ისე გადაადგილებენ, რომ ახალი შეტევითი ოპერაციები დაიწყონ.

„თუ ვინმე მშვიდობისთვის ემზადება, ის ასე არ მოქმედებს. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორების ინფორმირებას ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარების, დიპლომატიისა და რუსეთის სამომავლო გეგმების შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები