ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით კოდუა იქნება

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით კოდუა იქნება. კოდუა აქამდე XI მოწვევის პარლამენტის წევრი და ზუგდიდის დელეგატი იყო. მერობის ახალი კანდიდატი ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

დავით კოდუას ეკონომიკური განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ხოლო სამაგისტრო პროგრამა დიდ ბრიტანეთში Cardiff Metropolitan University-ში. დავით კოდუა სხვადასხვა დროს საჯარო და კერძო სტრუქტურებში მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, პარლამენტარობამდე 2016-18 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები