ზახაროვამ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ნეკროფილიას შეადარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ნეკროფილიას შეადარა.

როდესაც კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ლიდერების განცხადებაზე, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მოსკოვზე ზეწოლითა და კიევის ხელისუფლების მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ლიდერების განცხადებაზე, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მოსკოვზე ზეწოლითა და კიევის ხელისუფლების მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

„ზელენსკის ოფისმა“ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებისა და (ევროკომისიის ხელმძღვანელის) ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან, თუმცა არა ისეთის, რომელიც კიეველი ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებით იქნება მიღწეული. პირიქით, კიდევ ერთ ნაცისტურ ფურცელზე ამტკიცებენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევაში წარმატება, თითქოსდა, მხოლოდ რუსეთზე ზეწოლითა და კიევის მხარდაჭერით შეიძლება. ბანკოვასა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის ურთიერთობა უკვე ნეკროფილიას ჰგავს და ის მხარეთა მგზნებარე ორმხრივობით გამოირჩევა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები