არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან 40-ჯერ შეიცვალა ხელშეკრულება, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შესაძლებლობა ჰქონოდათ, აეშენებინათ ანაკლიის პორტი, ახლა ბედავს და განცხადებას აკეთებს – უტიფრობაა ჩვეულებრივი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ოპონენტების მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს თვითონვე აქვთ დადასტურებული, რომ პოლიტიკაში მხოლოდ ანაკლიის პორტის გამო მოვიდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან 40-ჯერ შეიცვალა ხელშეკრულება; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაშიც კი ჩაიწერა ანაკლიასთან დაკავშირებული ჩანაწერი იმისთვის, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შესაძლებლობა ჰქონოდათ, აეშენებინათ ანაკლიის პორტი და ეს პორტი ვერ და არ ააშენეს და დადასტურებულად ვიცით, რომ ეს ყველაფერი მათი ბრალია. თვითონვე აქვთ დადასტურებული – პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ანაკლიის პორტი იყო შუაშიო, ახლა ბედავს და განცხადებას აკეთებს ისევ და ისევ ანაკლიის პორტზე. უტიფრობაა ჩვეულებრივი!“, – განაცხადა გორდულაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები