დავით ზალკალიანი: ოფიციალური ვაშინგტონი თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას დადებითად აფასებს

0

ვაშინგტონში გამართულ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებზე ძალოვანი უწყებების რეაგირება დადებითად შეაფასა. ამის შესახებ შეხვედრაში მონაწილე ქართული მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
აშშ-ში, კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, „ოფიციალური ვაშინგტონი უაღრესად პოზიტიურად აფასებს ქართველი სამართალდამცველების რეაგირებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე შეკრებილ ადამიანებს, საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მისცემოდათ“.

კომენტარები

კომენტარი