ბექა ოდიშარია:საგამოძიებო მოქმედების დროს შსს-მ მაქსიმალურად დაიცვა იქ მყოფთა უფლებები

ბექა ოდიშარია:„შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თავის გამოსვლაში მკაფიოდ აღნიშნა ის, რასაც ერთი კვირაა ტელე-რადიო ეთერებში ვაცხადებთ -სიტყვები „ დარბევა, სპეცოპერაცია, რობოკოპები „ – ეს სულ ერთ „პოლიტიკურ სამზარეულოში“ მომზადებული ხელოვნური კლიშეებია. სინამდვილეში ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკა. რეზულტატი: მაქსიმალურად დაცული კლუბში მყოფი ადამიანების უფლებები, დაკავებული 8 ნარკოტიკების რეალიზატორი და გადარჩენილი სიცოცხლეები.
კლუბური ცხოვრება ვითარდება და ამ ტენდენციას ხელს შევუწყობთ, მაგრამ ვინ თქვა რომ კლუბი ნეიტრალური ტერიტორიაა და იქ ყველა ხელშეუხებელია?! სახელმწიფოს ვალია, სადაც დაინახავს საშიშროებას, იქ მოახდინოს ისეთი ზომირი ინტერვენცია, როგორიც ეს შსს-მ მინისტრი გახარიას ხელმძღვანელობით მოახერხა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები