ლევან კობერიძე: ოპოზიციას დღეს რამე სათქმელი რომ ჰქონოდა აუცილებლად იტყოდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ოპოზიციის მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით დასმულ კითხვებს გამოეხმაურა.
„დღეს ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის კანტიკუნტ კრიტიკას, არა რამე მნიშვნელოვან თემაზე, არამედ მცდელობებია რამე თემას გამოეკიდონ. თვითონ არიან არეულები თავიანთ მესიჯებში. ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ 1-2 მსხვილი მესიჯის ჩამოყალიბება რამე რომ ყოფილიყო მოსადავებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშუალოდ მინისტრის ქმედება იყო სწორი გადადგმული ნაბიჯები მთელს გუნდთან ერთად. ეს იყო ის ნაბიჯები, რომელსაც იმსახურებს ჩვენი საზოგადოება და იქ შეკრებილი ახალგაზრდები“,-განაცხადა დეპუტატმა.