“2023 წელს თხილამურსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა საქართველოს, მისი რეგიონების და ჩვენი ხალხის მორიგი აღიარებაა”
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, თავისუფალი სტილით სრიალში, თხილამურსა და სნოუბორდში, 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებას ეხმიანება.
“საქართველოსთვის, მისი რეგიონებისთვის და ჩვენი ხალხისთვის, დიდი შედეგი ექნება 2023 წელს თხილამურსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას. ვულოცავ პრემიერ-მინისტრს და ჩვენს ქვეყანას ამ აღიარებას და შანსს”, – განაცხადა გაბუნიამ.