გრიგორი კარასინი საქართველო-რუსეთის პირველი პირების შეხვედრას არ გამორიცხავს
რუსეთის პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასაშუალებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„თეორიულად შესაძლებელია, რომ ნებისმიერ დონეზე გაიმართოს შეხვედრა, მათ შორის უმაღლეს დონეზეც. თუმცა, ასეთ შეხვედრისთვის შესაბამისი მომზადებაა საჭირო,“ – აღნიშნა გრიგორი კარასინმა, როდესაც მას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პირველი პირების შესაძლო შეხვედრის შესახებ ჰკითხეს.