გიორგი გახარიას ხვალ პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ხვალ, 18 მაისს პარლამენტში მოუსმენენ.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გიორგი გახარიას არა რომელიმე ფრაქციის, ან კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, არამედ ის დეპუტატების კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უპასუხებს.

„პარასკევს. დაისმება ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებს აქვთ. მინისტრმა თქვა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს. ეს კითხვა-პასუხი საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. პარასკევს დავსვამთ ყველა კითხვას, რაც თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გვაქვს”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები