ეკა ბესელია: კონსტიტუციის მე-20 მუხლით შემოქმედებითი დაცვის უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კონსტიტუციის მე- 20 მუხლთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

“გუშინ გავრცელდა რამდენიმე კომენტარი და განცხადება, რომელიც ეხება ინიცირებულ პროექტს – კონსტიტუციის ცვლილებიდან გამომდინარე ჰარმონიზაციის მიზნით სამოქალაქო კოდექსში და კულტურის შესახებ კანონში. სამწუხაროდ, ეს ცალკეული კომენტარები და საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადება იყო სრულიად აცდენილი ამ ცვლილების არსს. ეს მოხდა განზრახ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით თუ იმის გამო, რომ არ იქნა წაკითხული ინიცირებული პროექტი, მინდა ფართო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონსტიტუციის მე- 20 მუხლით შემოქმედებითი დაცვის უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი. შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება და არავის სხვის მიერ. ამ ცვლილებით კი ხდება ტექნიკური შესაბამისობა კონსტიტუციასთან კანონების, რითიც არათუ არ სუსტდება სტანდარტი პირიქით.

ამ ცვლილების გარეშეც კონსტიტუციური პრინციპი იმოქმედებს. ამდენად, იმ ორგანიზაციებმა ვინც ეს ელემენტალური სამართლებრივი საკითხი იცის და ამის მიუხედავად ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს ხდება ან განზრახ ან უბრალოდ არ აქვთ წაკითხული კანონპროექტი. ვიწვევ ყველა მათგანს ღია განხილვაზე, სადაც ნათლად გამოჩნდება ამ საკითხის მართებულობ”,-აცხადებს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები