ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ისმაილ ქაჰრამანთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

ირაკლი კობახიძისა და ისმაილ ქაჰრამანის შეფასებით, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში საპარლამენტო თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი ხაზგასმით აღნიშნეს და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები