ქაშუეთთან მიმდინარე კონტრაქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს
სამართალდამცველებმა ქაშუეთთან მიმდინარე კონტრაქციის მონაწილეებს ქაშუეთის ტერიტორია დაატოვებინეს.პოლიციამ მათ თავდაპირველად ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც არ დაემორჩილნენ. კონტრაქციის მონაწილეები ამ დროისთვის 9 აპრილის ბაღში იმყოფებიან.
ქაშუეთთან გამართული კონტრაქციის ორგანიზატორი გიორგი გაბედავა იყო. გაბედავა ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისთვის, ცოტა ხნის წინ დააკავეს.