„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ მიიღეს აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

“მეგობრებო, დროებით შევწყვიტეთ აქცია, რათა თავიდან აგვერიდებინა სიტუაციის გამწვავება. დილით პოლიციამ უკანონოდ აგვაშლევინა კარვები და ასევე, გამთენიისას, ადგილი ჰქონდა მცირე პროვოკაციებს. საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს აქციის განახლების გეგმაზე. ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, მადლობა, რომ გვიდგახართ გვერდით,”- წერენ მოძრაობის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები