სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები აიღეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები აიღეს. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მოსთხოვეს კარვების აშლა და გზის გათავისუფლება, თუმცა მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, პოლიციამ კარვები თავად დაშალა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 5 კარავი წუხელ დადგეს. აქციის მონაწილეები კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები