პარლამენტთან, აქციაზე ფიქრია ჩიხრაძე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, ის როგორც რიგითი მოქალაქე, ისე აპირებს აქციაზე დასწრებას.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე 5 კარავი გაშალეს. მათი განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები