გიორგი გაბედავა: აქციის დარბევის წინააღმდეგი ვარ, მინდა ამათ შევაგნებინო, რომ ნარკოტიკი ხალხს კლავს

“წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ აქცია დაარბიონ, რადგან მეც მინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და მათი დარბევა არაფერს მოიტანს. პირიქით, მათ გმირებად აქცევს. მინდა ამათ შევაგნებინო, რომ ნარკოტიკი ხალხს კლავს​, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, გიორგი გაბედავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ნარკომანია, რაც თბილისშია მოდებული, უნდა დასრულდეს.
„ეს სიტუაცია – ნარკომანია, რაც თბილისშია მოდებული, უნდა დასრულდეს. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი გზებით დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი. იმიტომ მოვედით რუსთაველის გამზირზე, რომ მომივიდა ინფორმაცია, თითქოს მათ დარბევას აპირებდნენ. წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ დაარბიონ, რადგან მეც მინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და მათი დარბევა არაფერს მოიტანს. პირიქით, მათ გმირებად აქცევს. მინდა ამათ შევაგნებინო, რომ ნარკოტიკი ხალხს კლავს. მოსული ვარ თანამოაზრეებთან ერთად და როდესაც საპირწონე ძალა შევიკრიბებით, აუცილებლად გავესაუბრები აქციის ორგანიზატორებს”, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.
შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები გუშინ კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები