„მე არც ერთი ეს ადამიანი, ვინც დღეს აქ არის, არ მინახავს 7 ნოემბერს, 26 მაისს, არ მინახავს აგვისტოს ომში“

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა.
გაბედავა კონტრაქციას აანონსებს.
„ აქ მოვედით იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ბუნებრივია, რომ ამ ადამიანებსაც აქვთ აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ჩვენ გვსურს ავუხსნათ მათ, როგორ ღუპავს ნარკოტიკი ახალგაზრდა თაობას. მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, მშობლებს, გამოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით, მშვიდობიანი ფორმით ავუხსნათ ის უარყოფითი მხარეები, რაც ნარკოტიკს უკავშირდება, რომელიც მოაქვთ ნარკორეალიზატორებს. მე არც ერთი ეს ადამიანი, ვინც დღეს აქ არის, არ მინახავს 7 ნოემბერს, 26 მაისს, არ მინახავს აგვისტოს ომში, სადაც ვიბრძოდი. სამწუხაროა ისიც, რომ ამ აქციაზე მრავლად არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. მათ ნაწილს კი ორგანიზატორებადაც ვხედავთ. ასევე მოვუწოდებ სამართალდამცავებს, რომ მიუხედავად ამ აზრთა სხვადასხვაობისა, არ გამოიყენონ ძალა და არ მოხდეს თუნდაც ამ ადამიანების დარბევა”, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები