რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები კარვების გაშლას იწყებენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები კარვების გაშლას იწყებენ. პარალელურად, აქციაზე საწვიმრებიც დაარიგეს.

“ჩვენ ისღა დაგვრჩენია ბოლომდე ვიბრძოლოთ. დავიწყებთ კარვების გაშლას. მერე მიხვდებიან, როგორი პასუხი უნდა გასცენ მათ ხალხს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა.

ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, ჩამოყალიბდება ჯგუფები, რომლებიც იმორგევებენ.

“მოგიწოდებთ გვერდით დგომისკენ. – ან ვიქნებით სისტემის მონები, ან დავრჩებით თავისუფალ მოქალაქეებად“, – აღნიშნა წიქარიშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები