ირაკლი კობახიძე: ღამის კლუბებში შსს–ს შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური

თქვენ გახსოვთ რომ ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკებით და სწორედ ამას უკავშირდებოდა სპეცოპერაცია – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“შსს-ს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით.და ამ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე იმოქმედა შსს-მ. ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა. როდესაც არის კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი შეიძლება გავრცელდეს კონკრეტულ დაწესებულებაში, ტარდება საპოლიციო ღონისძიება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი“, –განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით,როდესაც არსებობს ინფორმაცია, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს, ამ შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს შესაბამისი ოპერაცია.

„იყო თუ არა პროპორციული ჩარევა ეს დამატებით შესწავლას საჭიროებს. მიზანი შესვლის იყო ლეგიტიმური  და ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციით, ეს ჩარევა იყო ასევე პროპროციული”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები