„დილიდან შეკრებილი ვართ პრემიერ–მინისტრის და პარტიის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა“

ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არ არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი, სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ქვეყანაში. – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ახალგაზრდებს შეხვდეს და საკითხზე ხედვა გაუზიაროს.
“ეს არის სერიოზული მიმართულება, რაზეც ახლა მე კონკრეტულად ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ და ჩემს უკან დგას ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ჩვენ დილიდან შეკრებილი ვართ პრემიერ–მინისტრის და პარტიის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე. ჩვენ ვისმენთ გარკვეულ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. აქაც, მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ გუნდში ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არ არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი, სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ქვეყანაში. შესაბამისად, თუ მათ აქვთ ინტერესი, თუ როგორი მოსაზრება გვაქვს ჩვენ ნარკოპოლიტიკასთან და რას ვაპირებთ მომავალში, ახალგაზრდებს ვთავაზობთ, მობრძანდნენ ჩვენთან. ჩვენი კარი ღიაა, კედელი არასოდეს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. ჩვენ მზად ვართ, დასხდნენ ჩვენთან ერთად, მოისმინონ ჩვენი ხედვები და მიმართულებით ამ ყველაფერთან მიმართებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დედაქალაქის მერის შეფასებით, რამდენად სწორი იყო ამ ფორმით კლუბებში შესვლა.
„რაც შეეხება ფორმას, არ ვიცი, შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს ეს, თუ როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ“, – აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ემოციურ ფონზე გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები