კახა კალაძე: მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, გუშინდელი სპეცოპერაციის შესახებ სპეკულაციური განცხადებები კეთდება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე უსაფუძვლოა.

„მინდა ცოტა უკან დავბრუნდე. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება და მამოძრავებელი ეს არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და მომავალში ამ დარგის არსებობაზე, აქ ნამდვილად ვერ დავეთანხმები ადამიანებს. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები