კახა კალაძე: გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს.
„ ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც მე ნამდვილად ვაფასებ. მე  არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, მე გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, შესაბამის სამსახურებთან ერთად. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სერიოზულად ურტყამს, თუნდაც, კლუბურ მუსიკას, ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს – ჩვენ გვიკვდება შვილები, ჩვენ გვიკვდება ძმები, დები, ჩვენი თანამოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოსულები არიან და მართავენ აქციას, დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდით და ჩვენ ერთად შევძლებთ, დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს“,– განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები