მამუკა მდინარაძე: ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლაში შეუვალები უნდა ვიყოთ

ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლაში ჩვენ შეუვალები უნდა ვიყოთ – ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება გვერდში უნდა დაუდგეს იმ სამართალდამცველებს, რომლებიც ნარკოტიკების გასაღებას ებრძვიან.

„ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლაში ჩვენ შეუვალები უნდა ვიყოთ, როგორც ნებისმიერ იმ ადამიანს სჭირდება უფლებების დაცვა, ასევე უნდა დავუდგეთ ნებისმიერ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრიდან დაწყებული ნებისმიერი პოლიციელით დამთავრებული, რომელიც  აბსოლუტურად ლეგიტიმურად ებრძვის ნარკოტიკის გასაღებას, ნარკორეალიზატორებს, ცდილობს, რომ კონკრეტულ კვალზე გავიდეს და დაიცვას  ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მომხმარებლების  სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, –აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები