აქციის მონაწილეები რუსთაველზე ბიოტუალეტების დადგმას ითხოვენ

გუშინ კლუბ “ბასიანში” და “გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ბიოტუალეტების დადგმას ითხოვენ. როგორც მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრმა, ბექა წიქარიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დაშლას არ აპირებენ და აქციაზე კიდევ უფრო მეტ ადამიანს ელოდებიან.
“მოვითხოვთ ბიოტუალეტებს, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. მინდა, რომ ტელევიზიების საშუალებით, ეს მოთხოვნა ადრესატამდე მივიდეს. აქციას კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება”,- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კლუბებში – “ბასიანში” და “გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი კლუბ “გალერის” დაცვის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები