საკრებულოს წევრებმა ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საკრებულოს დეპუტატებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს და გაწეული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
,,ამ ადამიანების ღვაწლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. მათ საკუთარი თავგანწირვის ფასად შეძლეს ამ უდიდესი გამარჯვების მოპოვება.
მე მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ეს დღე. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ომის ვეტერანების მიმართ ყოველთვის იყოს განსაკუთრებული ყურადღება და დაფასება’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები