ირაკლი კობახიძე: პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის საქმის ბოლომდე შესწავლაში მაქსიმალურ წვლილს შეიტანს

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ეს საკითხი იყოს შესწავლილი მაქსიმალურად სიღრმისეულად. აქედან გამომდინარე, პარლამენტის მხრიდან რაც იქნება საჭირო, მათ შორის ზედამხედველობის კუთხით, ყველა ზომა იქნება მიღებული”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია და ამ საკითხის ბოლომდე შესწავლა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„ჩვენთვის ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. ჩვენი მოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი დაიღუპა ცხინვალის ციხეში და ის არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი და პარლამენტი მაქსიმალურ წვლილს შეიტანს ამაში”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები