გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრად ახლად არჩეულ ნიკოლ ფაშინიანს. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს, თქვენს მომავალ საქმიანობაში. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს და გვერდით უდგას მოძმე სომხეთს. მჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე კავშირები და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში“, – ვკითხულობთ მილოცვაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი დღეს აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები