„ბარიგებს“ სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ, თორემ ყველა მომხმარებელი ერთნაირი ბატია“

მოძრაობა “ქართული მისიის“ ხელმძღვანელი გია კორკოტაშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ე.წ. გამსაღებლების მიმართ, სახელმწიფოს უმკაცრესი მიდგომა უნდა ჰქონდეს.
შესაბამისი განცხადება კორკოტაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
“ქართული მისიის“ ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაცვალების შემთხვევებს გამოეხმაურა.
„ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ კანონის გამკაცრება აუცილებელია“ ქართულმა მარშმა“ პარლამენტსაც მიმართა და მოითხოვა, რომ „ბარიგები“ სამუდამო პატიმრობით დაისაჯონ, რათა სხვებს ადამიანების მოწამვლის სურვილი აღარ გაუჩნდეთ. საკუთარი კეთილდღეობა სხვის უბედურებაზე არ უნდა ააგო. ამას ვევედრებით, თორემ ყველა მომხმარებელი ერთნაირი ბატია. ზოგი იქით, ზოგი აქეთ. ეს „ბიოები“ და რაღაცები არის კოშმარი. ღმერთმა არ ჩაგაყენოთ იმ დღეში, რა დღეშიც ამ ახალგაზრდების მშობლები არიან დღეს“, – განაცხადა გია კორკოტაშვილმა და საქართველოს პარლამენტს მიმართა.
„ჩვენ დროს ცხვირ-პირს ვანგრევდით „ბარიგებს“ და დღეს ჩვეულებრივ ამბად არის მიღებული „წამლის“ ყიდვა-გაყიდვა. მივმართავ პარლამენტს: რაის დეკრიმინალიზაცია, დაიღუპა ჩემი ქვეყანა. ვითომ ევროპას ბაძავენ, ევროპაში ორად ორი ქვეყანაა, სადაც დეკრიმინალიზაციაა, ეს არის -პორტუგალია და ჩეხეთი და იქაც მდგომარეობა უარესდება. ევროპა სწრაფად რეაგირებს რაიმე ცუდზე და უცბათ, ისეთ მდგომარეობაში გადაჰყავთ ქვეყანა, რომ ყველაფერი რიგზე დგება. აქ სანამ თქვენ მოიფიქრეთ, მოათუხთუხეთ, დაიღუპა ქვეყანა. პანტა-პუნტით მიდის ახალგაზრდობა“, -აღნიშნა გია კორკოტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები