ზაზა პაპუაშვილი: ვფიქრობ, პოლიტსაბჭო სრულიად უნდა შეიცვალოს

როგორც მე წარმომიდგენია, რომ ერთი დღე მეორე დღეს არ ჰგავს, ვფიქრობ, სწორედ ასე იქნება ივანიშვილის შემობრუნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ისე ვერ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. მე ყოველდღე ველოდები არა ცვლილებებს ცვლილებისთვის, არამედ – აზრიან ცვლილებებს, რომლებიც ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის, ვინაიდან ეს პოლიტიკა, ვფიქრობ, ცოცხალ დროსთან არის მიბმული. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ და არ უნდა ჩავვარდეთ სადღაც ჭაობში“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

დეპუტატი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიაში საინტერესო თანამდებობაზე დაბრუნდა.

„მე მგონი, საინტერესო ადგილზე დაბრუნდა. მე მაგალითად, არ შევთავაზებდი პრეზიდენტობას, კრიზისი ჩვენი თანმდევია, ასე ვაღწევთ კრიზისიდან წარმატებამდე, კრიზისის ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. მთავარია, კარგად გამოვიტანოთ დასკვნა და სწორი ანალიზი გავაკეთოთ. ვფიქრობ, პოლიტსაბჭო სრულიად უნდა შეიცვალოს“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

“ქართულ ოცნებაში“ გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. მას პარტიის თავმჯდომარედ ყრილობაზე აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები