მძღოლი, რომელიც ტორონტოში მიკროავტობუსით ხალხს დაეჯახა, დააკავეს

მძღოლი, რომელიც ტორონტოში მიკროავტობუსით ხალხს დაეჯახა, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 10-მდე ადამიანი დაშავდა ტორონტოში, სადაც მიკროავტობუსი ხალხს შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ მძღოლმა ადგილიდან მიმალვა სცადა. მომხდარის გამო ინციდენტის ახლოს მდებარე მეტროსადგურებში მუშაობა დროებით შეჩერდა. შემთხვევის ადგილზე ადამიანებმა ფოტოები გადაიღეს, ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ მიწაზე სავარაუდოდ ცხედარს ზეწარი აქვს გადაფარებული, თუმცა პოლიციას დაღუპულების შესახებ ცნობა ოფიციალურად ჯერ არ გაუვრცელებია.

ინფორმაცია არ ვრცელდება არც მძღოლის შესახებ. მომხდარს კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო გამოეხმაურა. მისი თქმით, ისინი სიტუაციას სწავლობენ და მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას.

ერთ-ერთი თვითმხილველი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მან დაინახა როგორ დაეჯახა მიკროავტობუსი ხალხს, მათ შორის სამი ადამიანი წაიქცა “და აღარც ადგარა”.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები