ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საღამოს გამარჯვების აღსანიშნავი მიტინგი გაიმართება

სულ ცოტა ხნის წინ, პატიმრობიდან გათავისუფლებულმა სომეხმა ოპოზიციონერმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საღამოს, გამარჯვების აღსანიშნავი მიტინგი გაიმართება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათი სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა, ამიტომ, დაკავებულთა სიების შესწავლას გეგმავს, რათა შესაბამისი ნაბიჯები გადადგას მათ გასათავისუფლებლად.
ნიკოლ ფაშინიანი და რადიკალური ოპოზიციის კიდევ რამდენიმე წევრი 11 დღის მანძილზე მართავდნენ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებს სომხეთის დედაქალაქში, რაც, სულ ცოტა ხნის წინ, სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან გადადგომით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები