ნიკოლ ფაშინიანი თავისუფალია
სომხეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი და საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, ნიკოლ ფაშინიანი გაათავისუფლა.
ფაშინიანთან ერთად დაკავებული კიდევ ორი დეპუტატიც გაათავისუფლეს სამართალდამცველებმა პატიმრობიდან. საუბარია არარატ მირზოიანსა და სასუნა მიკაელიანზე.
„მე ყველა დაკავებულის გათავისუფლებას მოვითხოვ, დანარჩენ დეტალებზე კი მიტინგზე გამოსვლისას ვისაუბრებ“-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ფაშინიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო 24 საათი ის სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა, ამიტომ, ის დაკავებულთან სიების შესწავლას გეგმავს, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას მათ გასათავისუფლებლად.
ნიკოლ ფაშინიანი და რადიკალური ოპოზიციის კიდევ რამდენიმე წევრი გასულ უქმეებზე დააპატიმრეს. მათი ხელმძღვანელობით უკვე მეთერთმეტე დღეა, რაც სომხეთში საპროტესტო აქციების ტალღა არ ცხრება, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მოჰყვა.