სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია მის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ერევანში, პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა იმართება.