ტაქსისტი ქალი ჩეჩენმა მგზავრმა მოკლა
ოსი ეროვნების ტაქსისტი ქალი მგზავრმა მოკლა, რომელიც მძღოლმა ჩეჩნეთში წაიყვანა.
ტაქსისტმა ქალმა ვლადიკავკაზიდან მგზავრი გროზნოს მიმართლებით წაიყვანა, ამის შემდეგ კი, 40 წლის ქალბატონი კონტაქტზე აღარავისთან გამოსულა. მგზავრს პოლიციამ მობილური ტელეფონის მეშვეობით მიაგნო, ნაპოვნია გარდაცვლილი ქალის მანქანაც.
რეგიონალური მედიის ინფორმაციით, დამნაშავემ მკვლელობა აღიარა და ის ადგილიც უჩვენა გამომძიებლებს, სადაც გვამი დამალა.
ამ დრომდე უცნობი რჩება მკვლელობის მოტივი.
გარდაცვლილი სამი შვილის მარტოხელა დედა იყო.