იემენში, საჰაერო იერიშების შედეგად, 20 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი
საუდის არაბეთმა და კოალიციურმა ძალებმა იემენის ჩრდილო-აღმოსავლეთით საჰაერო იერიში განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 20 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ქორწილში იმყოფებოდნენ.
თუმცა, ალ ჯუმმჰორის ჰოსპიტალის დირექტორმა, როიტერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მათ დაწესებულებაში 40 გვამი ასვენია. მისივე თქმით, უმეტესობა, დაბომბვის შედეგად, ისე დასახიჩრებულა, რომ იდენტიფიკაციის პროცესს შეუძლებელს ხდის. ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, დაწესებულებაში ასევე შემოიყვანეს დაბომბვის შედეგად დაშავებული 46 ადამიანი, რომელთაგან 30 ბავშვია.
საუდის არაბეთის სამხედრო კოალიცია უკვე 3 წელია, რაც იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომშია ჩართული ჰუსიტების წინააღმდეგ, რომლებმაც ქვეყნიდან კანინიერად არჩეული პრეზიდენტი გააძევეს და ქვეყნის მართვის სადავეები ხელთ ჩაიგდეს.