სომხეთის ძალოვანმა უწყებამ იმ სამხედროების ქმედებები დაგმო, რომლებმაც გადაწყვიტეს, საპროტესტო აქციას შეერთებოდნენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა სამხედროების საპროტესტო მსვლელობაში ჩართვის თაობაზე. სამხედროების მხრიდან ამ საქციელს ძალოვანი უწყება გმობს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სამშვიდობო ძალების ბრიგადის ერთი ჯგუფი უკანონოდ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა. ამ სამხედროების წინააღმდეგ, კანონის შესაბამისად, ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება, ვინაიდან კანონის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები შეზღუდულები არიან ნებისმიერ შეკრებებში მონაწილეობის უფლებისგან“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯით სამხედროებმა თავიანთი დისლოკაციის ადგილის შიდა განაწესი დაარღვიეს.
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სამხედროებიც შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები