პარიზის ტერაქტის მონაწილეს 20 წელი მიესაჯა
სალა აბდესლამს, რომელიც 2015 წელს მომხდარი პარიზის ტერაქტის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ტერორისტია, ბელგიის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ტერაქტის შემდეგ პარიზელი სალა აბდესლამი ქვეყნიდან გაიქცა. ის ბელგიელმა სამართალდამცველებმა რეიდის დროს, ერთ-ერთ ბინაში დააკავეს, რა დროსაც ტერორისტმა სამართალდამცველების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
2015 წლის 13 ნოემბერს, პარიზშის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში, რესტორანსა და კიდევ რამდენიმე დაწესებულებაში ერთდოულად ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა. მომხდარის შედეგად, 130 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. ამ მოვლენების დროს პარიზის პოლიციამ ყველა დამნაშავის გაუვნებელყოფა მოახერხა, გარდა სალა აბდესლამისა, რომელმაც ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო. მისი დაკავება ბელგიელმა სამართალდამცველებმა, რეიდის დროს 4 თვის შემდეგ შეძლეს, როდესაც ის ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს.