ავღანეთში თალიბანის მებრძოლებმა 16 სამართალდამცველი მოკლეს
მინიმუმ 16 სამართალდამცველი ემსხვერპლა ავღანეთში მომხდარ ორ თავდასხმას, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ორივე თავდასხმა ბენღაზის პროვინციაში კვირას გვიან ღამით მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 8 ადამიანი ქალაქ კალაი-ნაის მახლობლად მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუბქტზე განხორციელებული თავდასხმის დროს გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 8 სამართალდამცველი, კადსის რაიონში მდებარე პოლიციის პოსტზე განხორციელებული შეტევის დროს იქნა მოკლული.