ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სამ ავღანელ ძმას თავი მოკვეთეს
ავღანეთის დასავლეთით მდებარე პროვინცია ნანგაჰარში, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა, სამ ავღანელ ძმას თავი მოკვეთეს.
სამივე ძმა მედიცინის სფეროში იყო დასაქმებული.
მხარის გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი კვირას, ღამით მოხდა.
ცნობილია, რომ 27 წლის ნასირ ტარელივალი კერძო კლინიკის ექიმი იყო, 24 წლის ნაიემი ვაქცინაციის ცენტრში იყო დასაქმებული, ხოლო უმცროსი ძმა, 19 წლის აბდულ ვაჰაბი სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილების მამაც ცნობილი ექიმი იყო და მასაც ერთი წლის წინ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა თავი მოჰკვეთეს.
ამ დრომდე ისლამურ სახელმწიფოს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
პროვინცია ნანგაჰარი უკვე რამდენიმე წელია, რაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისთვის ერთგვარ თავშესაფრად იქცა და ქვეყნის ყველაზე საშიშ მხარედ სახელდება.