სამხრეთ კორეის ლიდერი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ცდების შეწყვეტას მიესალმება
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა, ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას, ბირთვული ცდების შეწყვეტის შესახებ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
„ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთული პროგრამის შეჩერება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სრულიად კორეის ნახევარკუნძულისთვის“, – განაცხადა მან.
რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რითაც ბირთვული პროგრამის შეჩერება და გამოსაცდელი პოლიგონების დახურვა ამცნო მსოფლიოს.