ინდოეთში ყველაზე მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა

ინდოეთში ყველაზე მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც 14 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხერხდა. მსგავსი მასშტაბების სპეცოპერაცია, ინდოეთში, ბოლო 40 წელია, არ ჩატარებულა.
ინდოეთის შტატ მახარაშტრაში სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიკვიდირებულ ტერორისტებს უმძმეს დანაშაულებში ედებოდათ ბრალი, კერძოდ, ადამიანის გატაცებაში, მკვლელობებში და სამხედრო მოსამხსახურეებზე შეიარაღებულ თავდასხმაში.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ორმხრივი სროლის შედეგად გარდაცვლილ ტერორისტებს შორის, ფიგურირებენ მათი მეთაურებიც.
„მაოისტას“ ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლები დიდი ხანია, რაც ინდოეთის გარკვეულ შტატებში ოპერირებენ. რადიკალები, ცენტრალურ ხელისუფლებას, უკვე 50 წელია, ებრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები