ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა
სომხეთის დედაქალაში საპროტესტო აქციები კვლავ განახლდა. ამ წუთებში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე აქცია, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაში იმართება.
ერთ-ერთმა აქციამ სტარტი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო.
ცნობილია, რომ შაბათ-კვირას სომეხმა სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების ორგანიზატორები და ოპოზიციის ლიდერები-არმენ გრიგორიანი, დავიდ სანასარიანი, ნიკოლ ფაშინიანი და სასუნ მიქაელიანი დააკავეს.
ერევანში საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ქვეყნის მთავრობამ პრემიერ-მინისტრად სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი აირჩია. საპროტესტო აქციები უკვე მეორე კვირაა, იმართება ერევანში. რამდენიმე დღის წინ ახლად არჩეული პრემიერი საპროსტესტო აქციის ადგილზე მივიდა და ნიკოლ ფაშინიანსაც შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა, რასაც ძალიან მალე ოპოზიციის ლიდერების დაკავება მოჰყვა.