დონალდ ტრამპი დღეს ემანუელ მაკრონს თეთრ სახლში უმასპინძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დღეს მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს მიიღებს თეთრ სახლში, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
მხარეები შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ირანის ბირთვულ პროგრამაზე დადებული მრავალმხრივი შეთანხმების დეტალებს განიხილავენ.
მისი პრეზიდენტობის პერიოდში, ტრამპი სხვა ქვეყნის პრეზიდენტს პირველად მასპინძლობს თეთრ სახლში.
პრეზიდენტების ძირითადი სამუშაო დღე კი, ხვალ დაიწყება და ერთობლივი პრესკონფერენციით გაიხსნება.
როგორც ცნობილია, კვირას ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანთან დადებული შეთანხმების პირობების შეცვლის მაგივრად, აჯობებდა დოკუმენტში მითითებული პირობების დაცვაზე მომხდარიყო ფოკუსირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები