ამერიკაში მამაკაცმა ცოლი, შვილები და ძაღლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ამერიკის შტატ იუტაში სამართალდამცველებმა სამმაგი მკვლელობის და თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიების საბოლოო შედეგი გაასაჯაროვეს.
რამდენიმე თვის წინ, მთელი შტატი შეძრა ცოლ-ქმრის და ორი შვილის გარდაცვალების ფაქტმა.
მეზობლების თხოვნით მისულმა სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილზე, ცოლ-ქმრის, ტიმოტი და ჯესიკა გრიფინების, ასევე, ჯესიკას ქალიშვილის პირველი ქორწინებიდან, 16 წლის სამანტა ბეიდენის და 5 წლის ალექსანდერ გრიფინის გვამები აღმოაჩინეს. სამართალდამცავებმა ადგილზე ნახეს, რომ ოჯახის გერმანული ნაგაზიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული.
პოლიციამ დაადგინა, რომ ჯესიკა გრიფინს სიმსივნე ჰქონდა და მეუღლეს მთელი ოჯახის ამოხოცვა და შემდეგ თავის მოკვლა სთხოვა, რაც მეუღლემ შეასრულა კიდეც. ტიმოტი გრიფინმა ჯერ მძინარე ბავშვები დახოცა ცეცხლსასროლი იარაღით, შემდეგ მისი მეუღლე, ძაღლი და მოგვიანებით თავიც მოიკლა.
ცოლ-ქმრის ბოლო მიმოწერაში ირკვევა, რომ ისინი წინა დღით ახლობლებს დაემშვიდობნენ და პატიება სთხოვეს. ერთ-ერთ წერილში კი, ჯესიკა გრიფინმა აღნიშნა, რომ მას ამის შემდეგ ტკივილები აღარ დატანჯავდა და არც გადასახადების გადახდა შეაწუხებდა.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები